Friday, July 6, 2012

Dmitry Chaplin and Chelsie Hightower


    ჩემი ფავორიტი წყვილი Dmitry Chaplin  და Chelsie Hightower... არ ვიცი რატომ ვარ ასე მოხიბლული... ვფიქრობ ყოვლის მომცველი შესრულება აქვთ... მათ უბრალოდ ცეკვა უყვართ... ყველაზე და ყველაფერზე მეტად...  როცა ერთად ცეკვავენ მხოლოდ მაშინ მაქვს სრულფასოვნების შეგრძნება ... ვერავის აღიქვამენ ირგვლივ... მთელი არსებით ცეკვავენ...თანაც რატომღაც სულ რუმბას ასრულებენ...ალბათ იმიტომ რომ სიყვარულის ცეკვაა...და ეს მართლაც იდეალურად გამოსდით... ნამდვილი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაა წარმოდგენილი... კაცი მთელი არსებით არის მოცული პარტნიორით, და ხელის გულზე ატარებს...ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით... ის არ ცდილობს საკუთარი თავი წარმოაჩინოს... მისი ბედნიერება პარტნიორია... ჩემი აზრით სწორედ ეს არის პარტნიორობა...  ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია...ბევრი არ დამეთანხმება ალბათ...მაგრამ ის დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ როცა მათ ვუყურებ ბედნიერების განცდა დიდხანს გამყვება ხოლმე...ხორციელებაც არ იგრძნობა...წინ წამოწეულია მათი სულიერი სამყარო... რაღაცით ერთმანეთს ავსებენ... დანარჩენი თქვენ შეაფასეთ...საერთოდ ვფიქრობ რომ მხოლოდ იმისთვის ღირს ცეკვა თუ შენ გიხარია და ბედნიერი ხარ ამით... პრიზები და აპლოდისმენტები მეორეხარისხოვანია... თუმცა ისინიც მნიშვნელოვანია ალბათ... და მაინც თუნდაც არავინ მიყურებდეს და მარტო, ცარიელ ოთახში ვცეკვავდე ჩემთვის...  ბედნიერი ვარ ... თუნდაც არავინ დამიკრას ტაში... არაფერი ჯობია იმ გრძნობას როცა ბოლომდე დაიხარჯები..მუსიკას შეუერთდები და იქამდე იცეკვებ სანამ სუნთქვა არ შეგეკვრება და ძირს არ დავარდები მოსასულიერებლად...:) სწორედ მაშინ გრძნობ რომ ცოცხალი ხარ...თურმე შენი გული ფეთქავს....და სუნთქვაც ისეთი რთული მოგეჩვენება...გაგიკვირდება აქამდე ასე მარტივად რომ აღიქვამდი... უბრალოდ  იგრძნობ, რომ სიყვარულის უნარი გაგაჩნია... ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი... მე უნდა ვიყო ბედნიერი ჩემი მუსიკასთან ერთობით, რომ მერე მაყურებელიც გავაბედნიერო...თამაში ყველას შეუძლია... მთავარი ბუნებრივობაა... ამას ვაფასებ ყველა მოცეკვავეში...და ყველაფერთან ერთად თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია... ცეკვას კომპლექსები არ უყვარს!...  


                   ახლა კი გთავაზობთ მათ სურათებს Manuel Palacios - ის ფოტოალბომიდან :








































ვიდეოები: 














                                         



:)



                                          


































Thursday, June 21, 2012

Yulia Zagoruychenko - World Latin Dance Champion






Yulia Zagoruychenko დაიბადა 1981 წლის 11 სექტემბერს, რომელიც გახლავთ მსოფლიო ჩემპიონი ლათინურ ცეკვებში მის პარტნიორ Riccardo Cocchi - სთან ერთად. წარმოშობით რუსმა, ცეკვა დაიწყო 4 წლის ასაკიდან. ის ხშირად უყურებდა ცეკვას ტელევიზორში და ცდილობდა თვითონაც გაემეორებინა იგივე, ამიტომ დედამ  ფოლკლორულ ცეკვაზე შეიყვანა, სადაც 4 წელი იარა. შემდეგ ის გადავიდა სამეჯლისო ცეკვებზე. 11 წლის ასაკიდან ზაგრუჩენკომ დაიწყო ბავშვების მომზადება ცეკვაში, გამომუშავებულ ჯიბის ფულს კი მშობლებს აძლევდა. ფინანსური მიზეზების გამო იულია ვერ ახერხებდა შეესწავლა როგორც ევროპული ასევე ლათინური ცეკვები და ამიტომ  აირჩია ლათინური. 21 წლის ასაკში მან გადაწყვიტა ამერიკაში გადასვლა თავის პარტნიორ მაქსიმ კოზევნიკოვთან ერთად. მათ ერთად მოიპოვეს ამერიკის პროფესიონალი ჩემპიონების ტიტული. 2008 წლიდან ის გახდა რიკარდოს წყვილი და მათ ერთად მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონობის ტიტული ლათინურ ცეკვებში 2010 და 2011 წლებში. ისინი არიან N1 მსოფლიოში.

























წყარო:http: wikipedia


ტანგო

ტანგო წყვილების სამეჯლისო თავისუფალი კომპოზიციის, ძველი ესპანური ცეკვაა და გამოირჩევა ენერგიული და მკვეთრი რიტმით. თავდაპირველად გავრცელდა არგენტინასა და ურუგვაიში აქედან კი მთელ მსოფლიოში. ძველად ამ ცეკვას ტანგო კრიოლოს უწოდებდნენ. დღესდღეობით ტანგოს შესრულების არაერთი მიმდინარეობა არსებობს, მათ შორის: არგენტინული, ურუგვაული, სამეჯლისო,(ამერიკული და საერთაშორისო სტილის), ფინური და ძველებური ტანგო. ტანგოს მუსიკა და ცეკვის ელემენტები ძალზე პოპულარულია და სპორტის არაერთ სახეობაში გამოიყენება: მათ შორის მხატვრულ ტანვარჯიშსა და ფიგურულ სრიალში.


არგენტინული ტანგო ჩამოყალიბდა არგენტინასა და ურუგვაიში ბუენოს აირესში მცხოვრები აფრიკელი მოსახლეობისაგან და ძველ აფრიკულ ცეკვებზე იყო დაფუძნებული. სახელწოდება ტანგო აგრეთვე აფრიკული წარმოშობისაა და ნიშნავს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების შერწყმით მიღებულ მუსიკას.პირველად სიტყვა ტანგო ცეკვასთან მიმართებაში 1890 წელს გამოიყენეს . დროთა განმავლობაში ტანგო სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდა.


XX საუკუნის ათიან წლებში ბუენოს_აირესელი და მონტევიდეოელი ოცეკვავეები და ორკესტრები გაემგზავრნენ ევროპაში. ტანგოს პირველი ჩვენება პარიზში ,შემდეგ ლონდონში , ბერლინსა და სხვა ქალაქებში გაიმართა. 1913 წლის დასასრულს ცეკვა ნიუ-იორკში _ შეერთებულ შტატებში მოხვდა . ა.შ.შ. _ ში სიტყვა ტანგო 1911 წლისთვის უკვე ასოცირდებოდა ცეკვებთან რომელთა რტმიც 2/4 ან 4/4 "ერთი ნაბიჯი� იყო. ზოგჯერ ტანგოს საკმაოდ ჩქარ ტემპშიც ცეკვავდნენ. ამ ხანას ტანგოს ჩრდილოამერიკულ პეროდასაც უწოდებენ .



1930-1950_ იანი წლებისთვის გამეფებული დიდი დეპრესიის მიუხედავად, ეს პერიოდი ტანგოს ,,ოქროს ხანად'' იქცა. ჩამოყალიბდა უამრავი ანსამბლი რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდნენ ნიჭიერი და პერსპექტიული კომპოზიტორები და ტანგოს შემსრულებლები, რომელთა შემოქმედებაც დღეს კლასიკადაა აღიარებული. ანიბალ ტრიო, ოსვალდო პუგლიეზე, ასტორ პიაზოლა და სხვა მრავალი. ტანგოს ხელახლა დაბადებად 1983 წელია მიჩნეული, როცა ნიუ_ იორკში გაიხსნა შოუ ახელწოდებით ,,forever Tango''. ამ ჩვენებებმა რევოლუცია მოახდინეს მთელ მსოფლიოში და ხალხმა მასობრივად დაიწყო ტანგოს გაკვეთლებზე სიარული.


ტანგოს მიმდინარეობები:
არგენტინული და ურუგვაული ტანგო, აგრეთვე ცნობილი როგორც ტანგო:
``rioplatense
სამეჯლისო ტანგო
ფინური ტანგო
არგენტინული ტანგო:
არგენტინულ ტანგო შედგება სხვადასხვა მიმდინარეობებისაგან, რომლებიც ვითარდებოდნენ არგენტინისა და ურუგვაის სხვადასხვა რეგიონებში
არგენტინული ტანგოს მიმდინარეობებს მიეკუთვნებიან:
tango Sanyengue
tango Liso
tango Salon
tang Orillero
tango Milionguero(tango Apilado)
tango Nuevo
tango Fantasia
მუსიკალური თვალსაზრისით ტანგოს რამოდენიმე ქვეტიპად ყოფენ:
ტანგო
ვალსი (ტანგო ვალსის სტილში)
მილონგა (სამხრეთამერიკული სწრაფი ტემპის ტანგო)
ელექტრონული ტანგო(tango electronico)
ალტერნატიული ტანგო (მუსიკა რომელიც გარდაქმნილია ტანგოს სტილში)
სალონის ტანგო გამოირჩევა მოცეკვავეების უფრო გახსნილი პოზიციით, და ტანგოს სხვა მიმდინარეობებზე გაცილებით იმპროვიზაციულია.დატვირთულია სხვადასხვა მოძრაობებითა და მკვეთრი ილეთებით. გამოირჩევა მრავალფეროვანი ნაბიჯებით, ბრუნებით, მანერითა და პოზებით.



ტანგო ლისო(liso) ძალიან გავს უბრალო ნაბიჯებს_სიარულს ან სეირნობას (caminada) როგორც მას ტანგოს მოცეკვავეები უწოდებენ, ამ მიმდინარეობაში ნაკლებად ვხვდებით ტრიალსა და გამოკვეთილ ილეთებს.


 Nuevo ეს მიმდინარეობა ახალი თაობის გამოგონილია და შესაბამისად ორიგინალურია ნაბიჯების თვალსაზრისით. ისინი მიისწრაფვიან იპოვონ ტანგოში თავიანთი ორიგინალური სტილი. იგონებენ რა ფეხის მკვეთრ მოძრაობებსა და გამოკვეთილ თვალშისაცემ პოზებს. ტანგო ნუევოს შესასრულებლად დიდი ადგილია საჭირო მას ხშირად ცეკვავენ შოუებსა და მილონგებზე (მილონგა გახლავთ, სპეციალურად სწრაფი ტანგოებისათვის და უბრალოდ ტანგოების შესასრულებლად გამართული საღამოები.) მითუფრო რომ სწრაფი ტანგოს შემსრულებლების (მილონგეროების )გვერდით ტანგო ნუევოს ცეკვა, ძალიან დიდ ოსტატობას მოითხოვს მოცეკვავისაგან და ტექნიკურად თითქმის შეუძლებელია.


ფინური ტანგო-ეს მიმდინარეობა ჩამოყალიბდა ფინეთში ,მეოცე საუკუნის დასაწყისში. თავის თავში აერთიანებს ფინურ, არგენტინულ და გერმანულ მელოდიებს.ეს მიმდინარეობა პოპულარობის ზენიტში 1950_1960 წლებში იყო როცა გაჩნდა unto mononena-ს მუსიკალური კომპოზიცია Satumaa_(ზღაპრული ქვეყანა). რომელსაც რეიო ტაიპალე ასრულებდა. ფინური ტანგოს ყველაზე ცნობილი შემსრულებლები იყვნენ: ოლავი ვირტა, რეიო ტაიპალე, ეინო გრიონი,გეორგ ოტსი, ჰარმონი სისტერსი. და ა. შ


სამეჯლისო ტანგო_. სხეულის, თავის და ხელების განლაგებთა და ნაბიჯების ელემენტების ორიგინალურობით გამოირჩევა . სამეჯლისო ტანგო არგენტინულისაგან მუსიკის რიტმითაც განსხვავდება. ეს სპორტული ცეკვაა, რომელსაც სამეჯლისო ცეკვების სხვადასხვა შეჯიბრებებზე ცეკვავენ ცნობილ ევროპულ და ლათინოამერიკულ ცეკვებთან ერთად. ყველა მოძრაობა შეესაბამება განსაზღვრულ წესებს,ტანგოს ამ მიმდინარეობაში იმპროვიზაცია დაუშვებელია.სამეჯლისო ტანგოს რიტმებში დასარტყამი ინსტრუმენტებიც მონაწილეობენ, რაც მას მეტ სიმკვეთრეს მატებს. თავისი ჟღერადობის თვალსაზრისით სამეჯლისო ტანგო მარშს წააგავს, არგენტინული კი უფრო მელოდიურია.